ახალი ამბები

ხინჩეგაშვილმა „ლეგასის” დირექტორის თანამდებობა დატოვა

“ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატმა სამშენებლო კომპანია “ლეგასის” დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ, კომპანიის კრება 4 სექტემბერს გაიმართა, რის შემდეგაც, “ლეგასის” მეწილეებმა საჯარო რეესტრს მიმართეს.

“კომპანიის მოქმედმა დირექტორმა განაცხადა, რომ მას სურს დაკავებული თანამდებობის დატოვება. შპს “ლეგასის” დირექტორის პოსტის დაკავებაზე ინტერესი გამოხატა მამუკა არევაძემ” , – ვკითხულობთ კრების ოქმში.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შპს “ლეგასის” 34%-იანი წილის მფლობელია. კომპანიის წესდებაში წერია, რომ აღნიშნული შპს-ს საქმიანობის საგანი არის “დეველოპერული, ბინათმშენებლობის წარმოების საქმიანობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

აღნიშნულ კომპანიაში ხინჩეგაშვილის პარტნიორები გიორგი იანტბელიძე და მამუკა არევაძე არიან. კომპანია ოფიციალურად 2020 წლის დასაწყისში დაფუძნდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.