ახალი ამბები

მერია:უფლისციხეს სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება

ორის მუნიციპალიტეტსი სოფელ უფლისციხეში სასმელი წყლის რეაბილიტაცია დაიწყო. 

პროექტი 2022 წელს დასრულდება, რომლის შედეგადაც ადგილობრივებს 24 საათიანი წყლის მიწოდება ექნებათ.

სამუშაოებზე 734 500 ლარია გათვალისწინებული.

“პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილი, რეზერვუარი საქლორატოროთი, წყალსადენის მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი. დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები”, – ამბობს მერიის ადმინისტრაცია

სოფლის მოსახლეობა დღეისათვის ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს. პროექტის დასრულების შემდეგ 250 – მდე ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.