ახალი ამბები

ხოჯევანიშვილი სუს-ის ფაილების შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შემქნას ითხოვს

პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი სუს-ის ფაილების ავთენტურობის დასადგენად და მისი გავრცელების მიზნის მოკვლევაში  უცხოეული სპეციალისტების ჩართვას ითხოვს. გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საკითხის შესწავლაში ობუსტმენის ინსტიტუტიც უნდა ჩაერთოს. მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის კი ხოჯევანიშვილის აზრით, პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. 

მნიშვნელოვანია გაირკვეს ამ ჩანაწერების ავთენტურობა, შემდეგ გაირკვეს რა მიზანს ემსახურებოდა და მერე უკვე – ვის მიერ იყო დაგეგმილი. ამისთვის საჭიროა ობიექტური გამოძიება. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა ინსტიტუციები სხვადასხვა სახის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ,  იქნება ეს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, ნდობა მათ მიმართ ძალიან დაქვეითებული და დაცემულია, როდესაც ეს არის მაღალი ინტერესის მქონე საკითხი, მის შესწვლაში აუციელბლად იუნდა ჩაერთოს ომბუტსმენის ინსტიტუტი,  გამოძიება უნდა წარიმართოს უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ამისთვის, ასევე აუცილებელი იქნება მეტი გამჭვირვალობისთვის და ობიექტურობისთვის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა”,-აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.