ახალი ამბები

გორში არასრულწლოვანი პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავეს

გორში 16 წლის ბიჭი პოლიციელის შეურაცხყოფის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა 2 საათის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პოლიცია მიუთითებდა, რომ ბიჭი მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა სამხრე კამერის ჩანაწერებმა ეს არ დაადასტურა.

“წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ასახულია ფაქტი, რომ ნ.მ იგინება კონკრეტული პირის მისამართით, ქმნის დებოშს; მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა, იგი კვლავ აგრძელებს ამგვარ ქმედებას, თუმცა პოლიციის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება არ დასტურდება” , – ირკვევა საქმის მასალებიდან.

მოსამართლემ ნ.მ სიტყვიერი შენიშვნის სანაცვლოდ გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.