ახალი ამბები

გახარიას გუნდს, საკრებულოს თავმჯდომარედ გორში, მამუკა ფანიაშვილის დანიშვნა სურს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარეობის კანდიდატი პარტიიდან “საქართველოსთვის” მამუკა ფანიაშვილია. მოქმედი საკრებულოს წევრი, რომელმაც “ქართული ოცნება” 3 თვის წინ დატოვა ფიქრობს, რომ გორში, დღევანდელი ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო ეფექტური მუშაობისთვის, მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.

“საკრებულოში აუცილებლად გავზრდი მოქალაქეთა ჩართულობას და დაინტერესებული მოქალაქეების კომისიებზე და საკრებულოს სხდომებზე დასწრებას. საკრებულოს დავუბრუნებ რეალური კონტროლის მექანიზმებს და ყოველდღიურად გავაკონტროლებთ აღმასრულებლის მუშაობას. ვიზრუნებ იმაზე, რომ საკრებულო იყოს დამგეგმავი და პოლიტიკის განმსაზღვრელი, მერია კი შემსრულებელი”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” მამუკა ფანიაშვილმა, რომელიც ადგილობრივ პროპორციულ სიაში რიგით მეორეა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.