ახალი ამბები

ომბუტსმენი: პანდემიამ დევნილ ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ონლაინ კონფერენცია გამართა თემაზე – “COVID-19 პანდემიის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე“.

ომბუტსმენის ინიფორმაციით, იძულებით გადაადგილებულმა ქალებმა უკეთესად შეძლეს ახალ გარემოებებთან შეგუება, თუმცა კორონავირუსის შედეგად მათი ეკონომიკური მდგომარეობა უფრო გაუარესდა.

კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი ქალების დიდი ნაწილი საუბრობს პანდემიის ნეგატიურ გავლენებზე და ამავდროულად, აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო შემწეობა მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა როგორც პანდემიამდე, ისე პანდემიის პერიოდში.

დევნილმა ქალებმა უკეთესად შეძლეს ახალ გარემოებებთან შეგუება, ახალი ხერხების გამომუშავება ოჯახების გადასარჩენად, თუმცა კორონავირუსის შედეგად მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ზოგადად, დევნილი ქალების ეს მდგომარეობა პანდემიამდეც უკიდურესად მძიმე იყო”, – წერია სახალხო დამცველის მერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

დატოვეთ კომენტარი