ახალი ამბები

სუსი: საოკუპაციო ძალებმა წელს უკანონოდ საქართველოს 33 მოქალაქე დააკავეს

“საოკუპაციო ძალებმა წელს უკანონოდ საქართველოს 33 მოქალაქე დააკავეს” , – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

იგი ერგნეთში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრას დაესწრო. ანთაძის განმარტებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ ბორდერიზაციაზე და ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე.

“ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ ბორდერიზაციის შემთხვევებზე და ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე, ვინაიდან ეს უკიდურესად სახიფათო და ნეგატიური პროცესი საფრთხეს უქმნის, როგორც სიცოცხლეს ასევე ჯანმრთელობას და ხელყოფს თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას. ეს გახლავთ ოკუპაციის თანამდევი პროცესი. ჩვენ გვქონდა უკანონოდ დაკავების 33 შემთხვევა, ასევე ინტენსიურ ფაზაშია შესული ე.წ ბორდერიზაციის პროცესი. ჩვენ ამ სამწუხარო მოვლენას ხშირად ვადევნებთ თვალს” , – აცხადებს ირაკლი ანთაძე.

მისივე განმარტებით, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე: გენადი ბესტაევი და გელა გუჭოშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.