ახალი ამბები

გორში “გირჩი – მეტი თავისუფლების” კანდიდატმა “სისხლიან ბანერს” მწვანე საღებავი შეასხა

გორში, პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლება” პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ლაშა ჯიოშვილმა, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ე.წ სისხლიან ბანერს მწვანე საღებავი შეასხა.

“შეიძლება ამის გამო კანონდამრღვევადაც გამომაცხადონ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც პედოფილებს წელიწადში 25 მილიონით ვაფინანსებთ; ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების სამსახური ყველაფრით არის დაკავებული, გარდა ჩვენი უსაფრთხოებისა, ის ჩვენს საძინებლებში დაძვრება და იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ამდენი დანაშაულის შესახებ იცოდა სუსმა და ამაზე რეაგირებას არ აკეთებდა, მე გამიჭირდება ბანერის დაზიანების გამო, კანონდამრღვევად მივიჩნიო საკუთარი თავი” , – ჯიოშვილმა ფეისბუქ-ლაივის საშუალებით მიმართა მოსახლეობას.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა იმისთვის, რომ ყველა მივიდეს 2 ოქტომბერს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.