ახალი ამბები

თავზარაშვილმა საპატიო მოქალაქის წოდება 5 გორელს მიანიჭა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა 4-წლიანი მუშაობა შეაჯამა და მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა. ღონისძიების ბოლოს მან ის 5 გორელი დაასახელა, რომელთაც წელს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.

ესენი არიან:

1. მარინა გიუნაშვილი – ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი;

2. ნანა კავლელაშვილი – ექიმი-პედიატრი;

3. ანზორ თენაძე – მწვრთნელი;

4. ერმინე მაღრაძე;

5. ოთო გვრიტიშვილი;

კონსტანტინე თავზარაშვილის მერობის პერიოდში, საპატიო მოქალაქის წოდება ჯამში 25 გორელს მიენიჭა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.