ახალი ამბები

ხელისუფლებამ ცხინვალში დაკავებულებზე დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 102-ე შეხვედრაზეცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკავებულების მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მოითხოვა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, მთავარი აქცენტი სწორედ გენადი ბესტაევის და გელა გოჭოშვილის საქმეებზე გაკეთდა.

“მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია ბესტაევის ადგილსამყოფელის და სტატუსის შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას ედავებიან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას.რაც შეეხება გენადი ბესტაევს, ეს საკითხიც დაისვა პრინციპულად და გამახვილდა ყურადღება, იმ გარემოებაზე, რომ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 14 თვეზე მეტხანს, რაც ცდება ყოველგვარ ლოგიკას. რა თქმა უნდა მოვითხოვეთ მისი გათავისუფლება“,– განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე. წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

დატოვეთ კომენტარი