ახალი ამბები

ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილ ვალია ბებოს შეშა მიუტანეს 



ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილ ვალია ვანიშვილის ანტისაოკუოაციო მოძრაობის წევრებმა შეშა და ღუმელისთვის მილები ჩაუტანეს. 

ვალია ვანიშვილი, მისი მეუღლის დათა ვანიშვილის გარდაცვალების შემდეგ ოკუპაციის პირისპის მარტო დარჩა. მასთან რამდენიმე თვე მისი შვილი იმყოფებოდა, თუმცა ახლა ის სრულიად მარტოა, რადგან საოკუპაციო რეჟიმი მისი ოჯახის წევრებს მასთან მისვლის უფლებას არ აძლევენ. 

“ხვალიდან ვალია ბებო მარტო რჩება. დღეს ჩავუტანეთ შეშა და შეშის ღუმელის მილები. ძალიან გაუხარდა, მაგრამ ამავე დროს თავისი უდიდესი წუხილი გაგვანდო – ხვალ მის შვილს, რომელიც ვლადიკავკაზში ცხოვრობს, უწევს წასვლა. მისი შვილიშვილი, პატარა დათა კი ვეღარ გადმოდის მასთან, ცოტა ხნის წინ რუსები დამუქრებიან, თუ კიდევ გადმოვა ეს ბავშვი, გავაცხინვალებთო. რუსორკები ყველაფერს აკეთებენ, რომ ვალია ბებოს შეექმნას ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობები და ის. იძულებული გახდეს ან დატოვოს იქაურობა, ან მოკვდეს”, – ამბობს დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 

დატოვეთ კომენტარი