ახალი ამბები

რესურსცენტრი:პირბადის ტარება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 4 ოქტომბერს სწავლას საკლასო ოთახებში განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ავრცელებს.

რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი არ განახლდება.

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებს, ქერეს და ბნავისის სკოლისა. ქერეს საჯარო სკოლის შენობის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და მოსწავლეები სწავლას მერეთის სკოლაში დაიწყებენ, რაც შეეხება ბნავისის საჯარო სკოლას, ამ შემთხვევაში საქმე ეხება სკოლის შენობის რეაბილიტაციას და მოსწავლეები ატენის საჯარო სკოლაში დაიწყებენ ახალ სასწავლო წელს.სიახლე არის ის, რომ ყველა ბავშვს პირველი კლასიდან სავალდებულოა ეკეთოს პირბადე. აქამდე თუ მხოლოდ ქალაქის სკოლების მოსწავლეებს შეეძლოთ აერჩიათ დისტანციურად ისწავლიდნენ თუ საკლასო ოთახებში, ახლა არჩევანის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ბავშვს”, – განმარტავს ნანა ტერმაკოზაშვილი​

ინფორმაციისთვის გორის მუნიციპალიტეტში 67 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.