ანალიტიკა / გამოძიება

112კმ გზა, 60 სკვერი, 51 მოედანი – თავზარაშვილის 4 წელი რიცხვებში

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა არჩევნებამდე 4 დღით ადრე, მუშაობის 4 წელი შეაჯამა. ღონისძიება ლომბჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

“4 წლის განმავლობაში იყო წარმატებები, დაბრკოლებები, გამოწვევები. მიუხედავად ბარიერებისა, თავი არ დამიზოგავს, ყველაფერს ვაკეთედი იმისთვის, რომ თქვენი საჭიროებები დამეკმაყოფილებინა. სამწუხაროდ, იყო ფორსმაჟორული სიტუაციები, რომელმაც შეაფერხა ან შეუძლებელი გახადა რამდენიმე ჩანაფიქრის განხორციელება” , – განაცხადა თავზარაშვილმა.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ, თავზარაშვილის მერობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებს რიცხვებში, რა გაკეთდა 2017-2021 წლებში გორის მუნიციპალიტეტში:

რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო 112 კმ გზის საფარი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 63 415 402 ლარი დაიხარჯა;

– მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სისტემას 52 სოფელში, დაიხარჯა 9 226 416 ლარი;

– მოეწყო 60 სკვერი, დაიხარჯა 2 425 912 ლარი;

– მოეწყო 51 სპორტული მოედანი და 28 სავარჯიშო სივრცე;

– ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 127 პროექტი დაფინანსდა;

– სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 157 პროექტი;

– ფუნქციონირება დაიწყო 4-მა ახალმა საბავშვო ბაღმა, ბავშვთა დღიური კვების ნორმა1.30 ლარიდან 3 ლარამდე გაიზარდა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 47 საბავშვო ბაღს;

– დაკმაყოფილდა 226 მიუსაფარი ოჯახი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.