ახალი ამბები

გორის მერია კულტურის განყოფილების ახალ ხელმძღვანელს ღია კონკურსით შეარჩევს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. 

უწყების განმარტებით, კანდიდატს მოეთხოვება კულტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, ასევე უმაღლესი განათლება. მერიამ გამოსაცდელ ვადად 12 თვე განსაზღვრა, თანამდებობრივი სარგო კი აღნიშნულ პოზიციაზე 1 200 ლარია.

დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს კონკურსის 3 ეტაპი: განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

ცნობისთვის, აღნიშნულ პოზიციას გურამ პაპუაშვილი იკავებდა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში, მოულოდნელად გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი