ახალი ამბები

ენმ: ატენის სკოლის დირექტორი პედაგოგებს აშინებს, რომ ხმა “ქართულ ოცნებას” მისცენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ატენის სკოლის დირექტორს, ნინი ონიაშვილის პედაგოგების დაშინებაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის მტკიცებით, დირექტორი პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებს მხარდამჭერთა სიების მიტანას სთხოვს და ზეწოლას ახდენს მათზე, რომ არჩევანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ გააკეთონ. 

“მოსახლეობისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ნინო ონიაშვილი პედაგოგებს ავალებს, რომ მიიტანონ თითომ 20-20 ადამიანის მხარდამჭერთა სია. ამასთანავე მოსწავლეების მშობლებზე ახორციელებს ზეწოლას და ყველას ეუბნება, რომ ნანა ლოთიშვილმა არ უნდა მიიღოს ხმები”, – ამბობენ ენმ-ში. 

ბრალდებას ატენის სკოლის დირექტორი გამოეხმარა და გავრცელებულ ინფორმციას “სრული სიცრუე” უწოდა. 

“სრული სიცრუეა, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მაბრალებენ მსგავს რამეს, მათ კანდიდატს არც კი ვიცნობ”, – განაცხადა ნინო ონიაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.