ახალი ამბები

გორის 11 საბავშვო ბაღში სწავლა 5 ოქტომბერს დაიწყება

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში #1-ლი, მე-4, მე-6, მე-17, მე-19,სოფელ ატენის, ხიდისთავის, ქვეშის, კარალეთის #1-ლი, მარანის და კარბის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული სწავლა 5 ოქტომბერს განახლდება.

ინფორმაციას სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ავრცელებს. ლია კოვზიაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საარჩევნო უბანი 11 ბაღშია.

“11 საბავშვო ბაღის შენობაშია განთავსებული საარჩევნო უბანი. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია შენობის სრული დეზინფექცია, მივიღეთ გადაწყვეტილება – აღნიშნულ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 4-ის ნაცვლად 5 ოქტომბიდან განახლდეს”,- ამბობს ლია კოვზიაშვილი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.