ახალი ამბები

17:00 საათი – გორის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა 38,4 % მივიდა 

17:00 საათის მდგომარეობით, გორის საარჩევნო ოლქში 43 294 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 38,4 %-ია. 

15:00 საათის მონაცემებით, გორის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 30.4% იყო, 12:00 საათზე 16%, ხოლო 10:00 საათზე 7%. 

დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა, ძირითათად იყო პროცედურული დარღვევები, რომელთა შესახებ საჩივრები დაიწერა. 

ოპოზიციის ინფორმაციით, თითქმის ყველა უბანზე მობილიზებულნი იყვნენ “ქართული ოცნების” აგიტატორები, ასევე მერიის თანამშრომლები. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.