ახალი ამბები

კვარხეთისა და არცევის საარჩევნო უბნებზე პარტიამ “ქართული ოცნება” გაიმარჯვა 

გორის 57 -ე და 31-ე საარჩევნო უბნებზე პარტიამ “ქართული ოცნება” გაიმარჯვა. 

კვარხეთის საარჩევნო უბანზე მმართველმა პარტიამ 81 ხმა მიიღო, პარტიამ “ნაციონალური მოძრაობა” 49 ხმა. 

კვარხეთის საარჩევნო უბანზე 321 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა 156 -მა ადამიანმა მიიღო. 

“ქართული ოცნება” ლიდერობს ქვემო არცევში, 31 -ე საარჩევნო უბანზე. “ქართული ოცნება” -138 ხმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 111 ხმა.  

აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 590 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან საკუთარი არჩევანი 280-მა დააფიქსირა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.