ახალი ამბები

გორის საბავშვო ბაღები მუშაობას ვერ განაახლებენ

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს 5 ოქტომბრიდანაც ვერ მიიღებენ. ინფორმაციას სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს. არჩევნების მიზეზით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მხრიდან, მუშაობის განახლების თარიღად ჯერ 5 ოქტომბერი დასახელდა, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სწავლა ამჯერად სხვა მიზეზით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

“გაცნობებთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის, კერძოდ, ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემის გამო, გორის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 5 ოქტომბერს ვერ განახლდება. სააღმზრდელო პროცესი დაიწყება აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთანავე. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო,” – აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.