ახალი ამბები

დაულუქავი ჩანაწერთა წიგნი გორის საარჩევნო უბნებზე-საიას საჩივარი 

ახალგაზრდა იუირისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გორის ორ საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა.

ორივე საჩივარი დაულუქავ ჩანაწერთა წიგნს ეხება. 

“ნომერ 28-ე უბნის  საარჩევნო კომისიის მიერ ჩანაწერთა წიგნი ოლქში შემოტანილი იქნა დაულუქავი, ხოლო სარეგისტრაციო ჟურნალი დალუქული, რითაც დაირღვა საარჩევნო კოდექსის ინპერატიული ნორმები (მუხლი 62.11)” – ნათქვამია საჩივარში. 

ანალოგიური დარღვევა გაასაჩივრა დამკირვებელმა გორის 32-ე საარჩევნო უბანზეც. 

საია-ს წარმომადგენელმა მოითხოვა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმებლობა საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.