ახალი ამბები

შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შესწორება: მოქალაქე, რომელიც ავარიის დროს დაშავდა, არ გარდაცვლილა. ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და საავადმყოფოში იმყოფება. 

შავშვებთან ავარია მოხდა. გორი-თბილისის ავტობანზე, მსუბუქი ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მომავალი მანქანა დაეჯახა.

“ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადმოაგდო დაჯახებამ, როგორც მივხვდით ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, გადავედით და მოძრაობა გავაჩერეთ, ვიდრე პატრული და სასწრაფო მოვიდოდა, კაცი უგონო მდგომარეობაში იყო”, – ამბობს თვითმხილველი.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები მივიდნენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.