ახალი ამბები

გორის სკოლებში დისტანციური რეჟიმი 104-მა მოსწავლემ აირჩია

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებმა საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბრიდან განაახლეს, თუმცა მოსწავლეებს საშუალება აქვთ ისევ დისტანციურ სწავლებაზე დარჩნენ.

“ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ 67 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლის რეჟიმი დღევანდელი მონაცემებით არჩეული აქვს 104 მოსწავლეს” , – განმარტავს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

მისივე თქმით, ეს მონაცემი ცვალებადია და ყოველ ხუთშაბათს შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.

დატოვეთ კომენტარი