ახალი ამბები

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, საქართველოს ერთი მოქალაქე გაქცევისას სიმაღლიდან გადავარდა 

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით საქართველოს 4-მა მოქალაქემ მათი “საზღვარი” გადაკვეთა, ორი მათგანი დააკავეს, ერთი გაიქცა, ერთი მათგანი კი გაქცევისას 10-12 მეტრის სიმაღლიდან გადავრდა და დაშავდა. 

“დაშავებულ მოქალაქეს საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“– აცხადებენ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

უკანონოდ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

“უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით”, – აცხადებენ სუს-ში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები