ახალი ამბები

ქალაქის საბავშვო ბაღებში სწავლა 6 ოქტომბრიდან განახლდება

გორის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 6 ოქტომბრიდან განახლდება. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები იყო, რაც უკვე გამოსწორებულია ქალაქის მასშტაბით.

თავზარაშვილის თქმით, სოფლების საბავშვო ბაღებში, ხარვეზების აღმოფხვრა ეტაპობრივად განხორციელდება და სასწავლო პროცესიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გაზთან დაკავშირებით იყო ტექნიკური შეფერხება, კერძოდ, ზოგიერთ ბაღში რეკომენდირებული არ იყო იმ გათბობის საშუალებების მოხმარება, რაც გვქონდა და მათი შეცვლა გახდა საჭირო. ქალაქის ბაღებში ხვალიდან განახლდება სწავლა, სოფლებში კი ეტაპობრივად უახლოეს პერიოდში,” – აცხადებს მოქმედი მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.

დატოვეთ კომენტარი