ახალი ამბები

ცხინვალიდან გადმოყვანილი მოქალაქე მკურნალობას ჰოსპიტალში გადის

ცხინვალიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგის შალვა გოდერძიშვილის თქმით, პირველადი დათვალიერებით პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

” პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც დაზუსტდება დაზიანებები”, – განაცხადა გოდერძიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვიეს, ორი დაკავებულია, ერთი პირი გაქცევისას 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადმოიყვანა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.