ახალი ამბები

ხინჩეგაშვილმა გორში “ქართულ ოცნებაზე” მეტი ხმა მიიღო

გორში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა  არჩევნებზე პარტიაზე მეტი ხმა მიიღო.

ცესკოს შედეგების მიხედვით, ხინჩეგაშვილს გორის მუნიციპალიტეტში 29 146-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო “ქართულ ოცნებას” 27 117-მა.

ეს იმას ნიშნავს, რომ 2 029 ამომრჩეველმა ერთ ბიულეტენზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შემოხაზა, ხოლო პროპორციულის ბიულეტენზე ოპოზიციური პარტია.

“ქართულმა ოცნებამ” გორის მუნიციპალიტეტში ხმების 48.45% მიიღო, ხოლო ხინჩეგაშვილმა 52.94%.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.