ახალი ამბები

ალიანსში არცერთ პარტიასთან შევალთ გორის საკრებულოში – “საქართველოსთვის”

გახარიას გუნდი გორის ახლადარჩეულ საკრებულოში, დანარჩენ ორ პარტიასთან ალიანსში შესვლას გამორიცხავს. ცესკოს მონაცემებით, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში 4 წლის განმავლობაში, პარტიის “საქართველოსთვის” გარდა, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” იმუშავებს. ყველაზე მცირე რაოდენობით საკრებულოს წევრთა შორის სწორედ გახარიას გუნდის წარმომადგენლები იქნებიან. საარჩევნო სიის მე-2 ნომერი მამუკა ფანიაშვილი აცხადებს, რომ თანაპარტიელებს ფრაქციის შექმნა აქვთ გადაწყვეტილი.

“ალიანსი და ფრაქცია გამორიცხულია ყველასთან, ვისაც რადიკალური დღის წესრიგი აქვს. ასეთია “ნაციონალური მოძრაობაც” და “ოცნებაც”. გვექნება ჩვენი ფრაქცია, თანამშრომლობას რაც შეეხება, თუ ჩვენს ხედვებს და ინიციატივებს გაიზიარებენ, რომელიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ ყველასთან იქნება გარკვეული თემატური სივრცე თანამშრომლობისთვის,” – უთხრა რადიო “მოზაიკას” მამუკა ფანიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.