ახალი ამბები

“გორის დღეები” წელსაც არ აღინშნება

ქალაქის სახალხო დღესასწაული წელსაც არ აღინიშნება. გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, გასული წლის მსგავსად დღესასწაულის აღნიშვნას ხელი ამჯერადაც პანდემიამ შეუშალა. თავზარაშვილის თქმით, საჭირო თანხები ბიუჯეტში გაითვალისწინებულია, თუმცა ამინდებიდან გამომდინარე, რამდენად მოასწრებს ახალი მერი შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, უცნობია. ლადო ხინჩეგაშვილს მერის თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ შეეძლება.

“წელს არ იქნება, გაგვექცა ეს დღესასწაული. ამ სიცივეში ახლა ვიღას დავუძახებთ. მე მაგალითად, გაჩერებული მქონდა და თუ ახალი მერი მოინდომებს ცოტა გვიან გააკეთოს, არის ბიუჯეტში (კულტურის ა(ა)იპ-ში) შესაბამისი თანხები გათვალისწინებული და როდესაც ოფიციალურად შეუდგება მუშაობას, ექნება ამის საშუალება”, – აცხადებს გორის მერი.

ინფორმაციისთვის, “გორის დღეები” ოქტომბრის თვეში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნებოდა. სახალხო დღესასწაულს გორმა ბოლოს, 2019 წლის შემოდგომით უმასპინძლა.

დატოვეთ კომენტარი