ახალი ამბები

გორის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა 

გორის საბავშვო ბაღებში 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო.

დღეიდან, 6 ოქტობრიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ, ქალაქის საბავშვო ბაღებში განახლდა. სოფლებში კი ბაღები მუშაობას ეტაპობრივად დაიწყებენ

“თითოეულ აღსაზრდელს, მშობლებს და ბაღის პერსონალს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და ყველანაირი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით დაიწყო”, – ნათქვამია სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს განხადებაში. 

ინფორმაციისთვის, გორის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე დღის დაგვიანებით განახლდა, მიზეზად ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.