ახალი ამბები

გორში გახარიას პარტია 6 უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს

გორში, გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 6 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. შესაბამისი საჩივრით პარტიის წარმომადგენლებმა გორის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს. მათი განმარტებით, საჩივრების საფუძველი ოქმებში არსებული დისბალანსია.

“80% დისბალანსია აკლია ბიულეტინები, ეს არის სომხური კარუსელის წინაპირობა. 6 უბანი გავასაჩივრეთ სადაც მოსულზე მეტია მიღებული ხმები” , – აცხადებს პარტიის წარმომადგენელი მამუკა ფანიაშვილი.

პარტია უბნების ხელახლა გადათვლას შემდეგი მიზეზების გამო ითხოვს:

– 44-ე უბანზე, შემაჯამებელ ოქმში, მერობის კანდიდატების ოქმში, მისული ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება, კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების რაოდენობას;

– იგივე ხდება N94 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმშიც;

– N21 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში, პროპორციულ ნაწილში მიღებული ხმების რაოდენობის ჯამი აღემატება მისული ამომრჩევლების რაოდენობას;

– N97 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში მერობის კანდიდატების მიღებული ხმების შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული ბათილი ბიულეტენების ოდენობა;

– N76 უბანზე შემაჯამებელ ოქმში მისული ამომრჩევლების რაოდენობას აღემატება, მერობის კანდიდატთა მიღებული ხმების რაოდენობა;

– N76 უბანზე იგივე დარღვევაა პროპორციულის შემაჯამებელ ოქმშიც;

– N90 უბანზე პროპორციულის ოქმში მისული ამომრჩევლების რაოდენობა წერია 441, ხოლო მაჟორიტარ კანდიდატთა შემაჯამებელ ოქმში 434;

პარტიის საჩივრებს გორის საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.