ანალიტიკა / გამოძიება

ხოჯევანიშვილმა ძმას 40 000 ლარი აჩუქა

პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ძმას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს 40 000 ლარი გადაურიცხა. პარლამენტარის მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაციის დანიშნულებაში ჩუქებაა მითითებული. ამავე ოდენობის თანხა გიორგი ხოჯევანიშვილმა ძმას, გასულ წლებშიც გადაურიცხა.

გადარიცხვები იმ პერიოდშია განხორციელებული, როდესაც ორივე ძმა თანამდებობის პირი იყო. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ხოჯევანიშვილი კი ჯერ შიდა ქარტლის გუბერნატორი, შემდეგ კი პარლამენტარი.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის პარლამენტარ გიორგი ხოჯევანიშვილს დანაზოგის სახით, 30 000 ლარი უფიქსირდება. 63 000 ლარი კი სამეწარმეო საქმიანობიდან აქვს მიღებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.