გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლოზში შეშით სავსე მანქანა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დალუქა. სამსახურის ცნობით, შეშის მფლობელმა ხეები უკანონოდ მოჭრა.
“ოლოზში, შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 7 მ3 სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი ოქმი და ავტომანქანა დაილუქა” , – აცხადებენ დეპარტამენტში.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების შედეგად მიღებული დებულების მიხედვით, პირი, რომელიც უკანონოთ მოჭრის ხეებს, ვალდებულიზ სრულად აანაზღაუროს ტყის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი.