ახალი ამბები

ატენის ერთ-ერთ უბანში მოსახლეობას წყალი 6 დღეა არ მიეწოდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის ერთ-ერთ უბანში ე.წ დიდატენში მოსახლეობას წყალი 6 დღეა არ მიეწოდება – ინფორმაციას ადგილობრივები ავრცელებენ.

ატენის დეპუტატი გორის საკრებულოში შოთა ვანიშვილი ამბობს, სასმელი წყლის მილები ტრაქტორმა დააზიანა.

“აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და წყალი უკვე გაშვებულია”, – ამბობს ვანიშვილი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.