ახალი ამბები

თორტიზის საჯარო სკოლას ნიდერლანდების ელჩი ეწვია 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მააიკე ვან კოლდამი ეწვია. 

ელჩი სკოლაში, ნიდერლანდების სამეფოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა. 

“ნიდერლანდების ელჩსაც ვუმასპინძლეთ მათივე დაფინანსებული პროექტის ფარგლებში : ” მშვიდობის,ტოლერანტობის და არა-ძალადობრივი კომუნიკაციის განვითარება ახალგაზრდებში”, – აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში. 

აღნიშნული პროექტი ასოციაცია “ნაკვალევის” ორგანიზებით და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.  პროექტის ფარგლებში, გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა ტრენინგების კურსი გაიარეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.