ახალი ამბები

მერია: სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 2022 წელს 45 პროექტი განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო ბიუჯეტის განვითარების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 45 პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ, ინფორმაციას მერია ავრცელებს.

“პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მხრიდან შემოვიდა სულ 58 საპროექტო ინიციატივა. მოსახლეობამ თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრებზე კონსენსუსით აირჩია 45 საპროექტო ინიციატივა, რომელიც განხორციელდება 2022 წელს” , –  განამრტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში 2022 წლისათვის გამოყოფილია 3 000 000 ლარამდე.

დატოვეთ კომენტარი