ახალი ამბები

8 ოქტომბერი: გორის სკოლებში covid19 კიდევ 4 მოსწავლეს დაუდასტურდა

გორის სკოლებში კორონავირუსი 8 ოქტომბერს კიდევ 4 მოსწავლეს დაუდასტურდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ვირუსი N3 სკოლის 3 მოსწავლეს და N12 სკოლის ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა.

“მე-3 საჯარო სკოლაში დადასტურდა ინფიცირების სამი შემთხვევა: 2 მეთერთმეტე კლასში და 1 ინფიცირებული დაწყებითი კლასის მოსწავლეა. დაწყებითი კლასის მოსწავლის ინფიცირება გამოვლინდა გორის მე-12 სკოლაშიც. თითოეული ეს კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა” , – აცხადებს ტერმაკოზაშვილი.

როგორც ცნობილია, გუშინ ვირუსი დაუდასტურდა გორის N7 სკოლის ერთ მოსწავლეს და მეჯვრისხევის სკოლის 3 მოსწავლეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.