ახალი ამბები

გორმედი: ავარიის შედეგად დაშავებული 2 ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ მძიმე



​შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 2 ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. “გორმედის” ინფორმაციით, ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

“გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული” , – განმარტავს კლინიკა.

10 ოქტომბერს, ავტობანზე მომხდარ ავარიას 2 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი