ახალი ამბები

კორონავირუსი მოსწავლეებს გორის 3 სკოლაში დაუდასტურდათ

11 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსი მოსწავლეებს გორის 3 სკოლაში დაუდასტურდათ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, კლასები, რომლის მოსწავლეებსაც ვირუსი დაუდასტურდათ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

“ვირუსის დადასტურების გამო, კარალეთის პირველი სკოლის 3 კლასი, გორის N10 სკოლის ერთი კლასი და მე-7 სკოლის 1 კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიყვანეთ” , – განმარტავს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბრიდან განახლდა, თუმცა მოსწავლეებს საშუალება აქვთ არჩევანი გააკეთონ და დარჩნენ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.