ახალი ამბები

11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა – რამდენად დაცულია მათი უფლებები გორში?

11 ოქტომბერი, გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას. რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა, რამდენად დაცულია გოგონების უფლებები და რა კუთხით ირღვევა ძირითადად ის გორის მუნიციპალიტეტში.

“ახალგაზრდა ფემინისტების” ჯგუფი გოგონების უფლებრივ მდგომარეობას ადგილობრივ დონეზე სისტემატურად სწავლობს. მისი წარმომადგენლის, მარიამ თოფჩიშვილის შეფასებით, ბოლო წლები ამ მხრივ (2020-2021) შიდა ქართლის რეგიონში განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან ადგილი ჰქონდა ადრეული ქორწინების, სექსუალური შევიწროების და ოჯახში ძალადობის არაერთ შემთხვევას გოგონების მიმართ.

“დაფიქდირდა ისეთი მძიმე შემთხვევები როგორებიცაა ადრეული ქორწინება, სექსუალური ძალდობის არაერთი შემთხვევა არასრულწლოვანების მიმართ, ოჯახში ძალადობის შემთხვევა და სხვა. აქვე მინდა გამოვყო ბოშა გოგონათა ჯგუფი, რომლებიც ფაქტობრივად დაუცველები არიან და ვერ იღებენ სახელმწიფო საბაზისო სერვისებს. პრობლემა ამ კუთხით ბევრია, გოგონებზე მორგებული სერვისების ნაკლებობა, ხელმისაწვდომობა და ინფორმირება. ამ კუთხით განსაკუთრებით გვიხარია რომ დღევანდელი დღიდან ახალგაზრდა ფემინისტების ჯგუფი უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისს იწყებს, რომლით სარგებლობაც ყველას ახალგაზრდა უსასყიდლოდ შეძლებს”, – ამბობს მარიამ თოფჩიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.