ახალი ამბები

ერისთავის თეატრის სპექტაკლმა “შეცვალე” ნიკოლაევის ფესტივალზე 3 ნომინაციაში გაიმარჯვა



გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის სპექტაკლმა “შეცვალე” ნიკოლაევის საერთაშორისო კონკურს – ფესტივალზე 3 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ერისთავის თეტრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით ჩხარტიშვილის თქმით, აღნიშნულ სპექტაკლს უკვე 6 ჯილდო აქვს, აქედან ორი საქართველოში, ხოლო 4 საზღვარგარეთ მოიპოვა.

“ნიკოლაევის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე დაგვაჯილდოვეს 3 ნომინაციაში, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი – ქეთი ლუარსაბიშვილი, საუკეთესო მსახიობი ქალი – ლიკა კევლიშვილი და საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევარი მთლიანად სპექტაკლი.ამ სპექტაკლს 2019 წელს საქართველოში აქვს ორი ჯილდო, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი და საუკეთესო კომპოზიცია – მერი ბეროშვილი. ერთი ჯილდო გვაქვს კიდევ მიღებული ბელორუსიაში, საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევარი”, – ამბობს დავით ჩხარტიშვილი

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, აღნიშნული სცენარი ალენა ივანიუშენკოს ნაწარმოების – “ალისა თოვლის ქვეშ” მიხედვით დადგა, ეს არის ამბავი ახალგაზრდა გოგოზე, რომელმაც საკუთარი თავი დაკარგა სამყაროში.  ერთმოქმედებიან პიესაში, გ. ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობები, ქეთი ლუარსაბიშვილი, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, ზაზა ცარულაშვილი, ლიკა კევლიშვილი, სოსო მგალობლიშვილი და თეკლა მარჯანიშვილი მონაწილეობენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.