ახალი ამბები

გორელი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ქვემო ნიქოზში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფი სოფელ ქვემო ნიქოზში,  “არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ – პროექტის ფარგლებში გათხრებს აწარმოებს.

სამუშაოები ერთ-ერთი მოქალაქის, ბადრი დევიძის ნაკვეთში მიმდინარეობს. ჯგუფის ინფორმაციით თხრილში აღმოჩენილი სამარხის ნაშთები მტკვარ-არაქსის კულტურისთვისაა დამახასიათებელი 

მოულოდნელად ძველი უნდა იყოს თხრილში გამოჩენილი სამარხის ნაშთი, რაზეც მიგვითითებს ნაწილობრივ გაწმენდილი თიხის ჭურჭლის სპეციფიური, მტკვარ–არაქსის არქეოლოგიური კულტურისათვის დამახასიათებელი ფორმა და დამზადების ტექნოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 1მ–ის სიღრმეზე გამოვლენილი სამარხი ორმოს ზედა ნაწილი ღრმად მოხვნის შედეგად არის დაზიანებული, ხერხდება იმის გარკვევა, რომ მართკუთხედის გეგმის მქონე სამარხის ორმო სამხრეთ–ჩრდილოეთის ხაზზეა დამხობილი, დღეისათვის სამარხში გამოვლენილი მიცვალებულის ძვლოვანი ნაშთების მიხედვით, წინასწარულად შეიძლება ითქვას, რომ ადრებრინჯაოს ხანის მიწურულს გაჭრილ ამ სამარხში მიცვალებული ხელ–ფეხმოხრილ პოზაში დაუკრძალავთ, თავით სამხრეთაღმოსავლეთისკენ და თან თიხის მცირე ზომის ქოთნით სასმელი ან საჭმელი გაუტანებიათ”, – ნათქვამია სამუშაო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

პროექტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.