ახალი ამბები

გორსა და გორის სოფლებში ირმა სოხაძის კონცერტები გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტში ირმა სოხაძის კონცერტები გაიმართება. მერიის ცნობით, კონცერტებს კულტურის სამინისტრო აფინანსებს.

16 ოქტომბერს 13:00 საათზე კონცერტი გაიმართება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მერეთში, სკოლის ეზოში. ამავე დღეს 16:00 საათზე კონცერტი დაიწყება გორში, ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლაში.

ირმა სოხაძე კონცერტს 17 ოქტომბერსაც გამართავს. შავშვებში, სათემო ცენტრში კონცერტი დაიწყება 16:00 საათზე, შემდეგ კი, ნიქოზში, 16:00 საათზე კულტურის ცენტრში.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტში კონცერტებს ატარებს ანსამბლი “ფორტეც”. მათ გამოსვლა უკვე ჰქონდათ უფლისციხეში, ბერშუეთში, ხურვალეთსა და მეჯვრისხევში. 16 ოქტომბერს “ფორტეს” კონცერტი იქნება ნიქოზში, 17 ოქტომბერს ერგნეთში და 18 ოქტომბერს მერეთში. ანსამბლის კონცერტების დასაწყისი 18:00 საათია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები