ახალი ამბები

ასობით საჩივარი დავწერეთ, იყო დარღვევები, ცდომილებები და შეცდომები არჩევნებზე – ხოჯევანიშვილი

პარლამენტარი და პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტსბჭოს წევრი არჩევნების შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ ხმის მიცემის პროცესი ქვეყანაში მთელი რიგი დარღვევების ფონზე წარიმართა. გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ეს ნათელი გახდა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვისაც, რომელთა შორის არცერთს პირველად ანგარიშებში, თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას, სიტყვები “სამართლიანი” და “თავისუფალი” არ უხსენებია.

“ასობით საჩივარი დავწერეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საჩივრები იყო სხვადასხვა ხასიათის. სხვადასხვა ტიპის დარღვევებთან, ცდომილებებთან და შეცდომებთან მიმართებაში. არჩევნები ფასდება, არა მხოლოდ კენჭისყრის დღეს, არამედ მთელ მის წინა პერიოდთან ერთად, რომელმაც არასამართლიან გარემოში ჩაიარა. იყო უამრავი დარღვევა, რაც ამომრჩეველს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალებას უზღუდავდა. იყო მოსყიდვა ხმების, მუქარა ზეწოლა და ა.შ. ეს ყველაფერი უკვე ჩანს საერთაშორისო ორგანიზაციების პირველად დასკვნებში, სადაც არჩევნებისთვის დამახასიათებელი ტერმინები “Free and fair” ანუ “თავისუფალი და სამართლიანი”, ჩვენ არ გვხვდება”, – აცხადებს ხოჯევანიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.