ახალი ამბები

გორის ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში უჩივლა

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში უჩივლა.

კახა ფანიაშვილი სააგენტოში ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა. როგორც მისი უფლებადამცველი ორგანიზაცია განმარტავს, ხელშეკრულება 150-მდე თანამშრომლიდან, მხოლოდ ფანიაშვილს აღარ გაუგრძელეს და ის ამას საკუთარი ძმის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

“კახა ფანიაშვილის ძმა, მამუკა ფანიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, თუმცა, პარტია საჯაროდ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა” , – განმარტავს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

სასამართლო 29 ოქტომბერსაა დანიშნული. საქმეს მოსამართლე ნინო გოგატიშვილი განიხილავს. ფანიაშვილის ინტერესებს კი, ორგანიზაციის იურისტი თეა თედლიაშვილი დაიცავს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები