ახალი ამბები

არჩევნების შემდეგ, ორმა გორელმა „ქართულ ოცნებას” 60 000 ლარი შესწირა

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ორმა გორელმა “ქართულ ოცნებას” 60 000 ლარი შესწირა.

20 000 ლარი პარტიას ლაშა მშვიდობაძემ შესწირა, რომელიც ცესკოს მონაცემების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისშია რეგისტრირებული. საჯარო რეესტრში იგი ბიზნესოპერატორად არ არის რეგისტრირებული, მის სახელზე არც კომპანია ფიქსირდება და არც წილები სხვადასხვა ბიზნესში.

40 000 ლარი “ქართულ ოცნებას” ზაქარია მარიამიძემ შესწირა, იგი ცესკოს მონაცემების მიხედვით, ქალაქ გორში ცხოვრობს, თუმცა მშვიდობაძის მსგავსად, ბიზნესი მასაც არ აქვს.

შემოწირულობა აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ბაზაში 18 ოქტომბერს არის ასახული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.