ახალი ამბები

გორში, სპორტული ჟურნალისტის, ვასილ ბალახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

20 ოქტომბერს, 18:00 საათზე გორში, სპორტული ჟურნალისტის, ვასილ ბალახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. “შეუპოვარი” – ასე ჰქვია ბეჭდვურ გამოცემას, რომელიც ავტორმა ცნობილი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის ხსოვნას მიუძღვნა.

წიგნი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გმოიცა. პრეზენტაციას სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და ნუგზარ სხირელის მიერ აღზრდილი სხვადასხვა თაობის სპორტსმენები და მწვრთნელები დაესწრებიან. ავტორი ღონისძიებაზე წიგნის შინაარსსა და მის მიზანზე დეტალურად ისაუბრებს და სტუმრების შეფასებებსაც მოისმენს.

დატოვეთ კომენტარი