ანალიტიკა / გამოძიება

გორში 23 969 პენსიონერი ცხოვრობს

ბოლო 2 თვეში პენსიონერების რიცხვი გორში 110-ით გაიზარდა. 2021 წლის ივლისში მათი რაოდენობა 23 859-ს შეადგენდა, აქედან 9 334 ქალაქშია რეგისტრირებული, 14 525 კი სოფლად. ბოლო მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 23 969 პენსიონერი ცხოვრობს. აქედან 9 353 ქალაქში, 14 616 სოფლად.

პენსიონერთა რაოდენობა საარჩევნოდ გორში გასულ წელსაც გაიზარდა. კონკრეტულად კი 2020 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე მათი რაოდენობა (23 341-დან 23 545-მდე გაიზარდა) 204 -ით მეტი იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გორში 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ამჟამად,  424 პენსიონერით მეტი ცხოვრობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.