ანალიტიკა / გამოძიება

რაზმაძე: საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ცენტრალური ოფისი შეგვირჩევს

2021 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს პირველ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით აირჩევენ. ვის წარადგენს ამ თანამდებობაზე მმართველი გუნდი ჯერჯერობით უცნობია. მოქმედი თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” სათაო ოფისმა უნდა მიიღოს, რის შემდეგაც შერჩეულ კანდიდატს კენჭს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უყრიან.

თავმჯდომარეობის კანდიდატი სათაო ოფისმა უნდა წარადგინოს და საკრებულოს წევრები შემდეგ მას კენჭს უყარიან. ადრეც ასე იყო. კენჭისყრაში მიიყენენ მონაწილეობას არჩეული დეპუტატები და ამ სახით მიეცემათ საშუალება მათ საკუთარი გადაწყვეტილება დააფიქსირონ. ვინ უნდა წარსდგეს კანდიდატად ეს ჯერ არ ვიცით, პარტიული ლიდერები ტურნეზე არიან დასავლეთში და იმსჯელებენ ალბათ მალე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზეც”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, რომელიც ამავე დროს, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერიცაა.

თვითმმათრთველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს.

კანდიდატების წარდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულო სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს.

თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.