ახალი ამბები

გორის მერია 100% – იანი გრანტის მქონე 34 სტუდენტს დააჯილდოებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი გრანტის მქონე 34 სტუდენტს დააჯილდოებს. 

სტუდენტები, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, გორის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში დაჯილდოვდებიან.

სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დოკუმენტაციის წარდგენა მიმდინარე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლოთ, უწყების ინფორმაციით, მერიაში განაცხადი 34 სტუდენტმა შეიტანა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.