ახალი ამბები

ყოფილი მერი შესაძლოა წყალმომარაგების სამმართველოს უფროსად დანიშნონ

გორის ყოფილი მერის, კანდიდატურა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება. ამ ინფორმაციას თავად კონსტანტინე თავზარაშვილი ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ჯერჯერობით არსად მუშაობს. შეთავაზების შემთხვევაში ამ პოზიციაზე უარს არ ამბობს, თუმცა განმარტავს, რომ ოფიციალური შეთავაზება აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ დროისთვის არავისგან მიუღია.

“იყო საუბრები, რომ ამ თანამდებობაზე განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა, თუმცა შეთავაზება ჯერ არ ყოფილა. ამიტომ აღნიშნულ ინფორმაციას არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე, რომ ჯერჯერობით არსად ვმუშაობ”, – ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.